Sunday, September 16, 2012

სამი ქართველი კინორეჟისორი BIAFF 2012-ის სახე გახდა

მოგესალმები ბლოგის მკითხველო! Festival.ambebi.ge მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა მკითხველს კიდევ ერთი ფესტივალის, BIAFF-ის შესახებ მოგითხროთ.


  BIAFF - ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი



INFO | BIAFF პირველად 2006 წელს ჩატარდა. 
ფესტივალი საერთაშირისოა და მისი მსვლელობისას წარმოდგენილია საავტორო ნამუშევრები.

ფესტივალის ჟიური ყოველწლიურად იცვლება და ის ინტერნაციონალურია. რაც შეეხება ჟიურის ქართველ წევრებს, სხვადასხვა დროს მათ შორის იყვნენ კინომცოდნე გოგი გვახარია, კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში, მსახიობი რეზო ჩხიკიშვილი და ა.შ.

ფესტივალის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ოფიციალური გვერდი იძლევა, Festival.ambebi.ge კი ამ პოსტში წარმოგიდგენთ BIAFF სამ პრომო რგოლს, რომელიც მთლიანად შეგიქმნით იმ განწყობას, რომელსაც ბათუმის წლევანდელი საავტორო კინოს ფესტივალი ატარებს.

INFO | ფესტივალი 16-23 სექტემბერს, კინოთეატრ "აპოლოში" გაიმართება



წლევანდელი BIAFF-ის ამ პრომო ვიდეოში, ელდარ შენგელაიას მონაწილეობა შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ელდარ შენგელაია წელს კინოფესტივალის საპატიო სტუმარი და მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ხუთკაციანი ჟიურის თავჯდომარეა. ელდარ შენგელაიას მორიგ პოსტშიც შევეხებით, სადაც ფესტივალის გახსნის შესახებ იქნება საუბარი.


ახლა ფესტივალის მეორე პრომო რგოლის მთავარი პერსონაჟის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის შესახებ:
ალექსანდრე რეხვიაშვილი კინოში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მის შემოქმედებას თუ გადახედავთ, იხილავთ, რომ აქვს უნარი იყოს რეჟისორი, წეროს სცენარი ფილმებისთვის და და იყოს დამდგმელი ოპერატორიც.
.. და კიდევ ერთი -  ალექსანდრე რეხვიაშვილი 1969 წელს კინომაყურებელმა მსახიობის ამპლუაშიც იხილა. საუბარია მის მიერ შესრულებულ როლზე ფილმში "ფიროსმანი".




და მესამე, ასევე ძალიან სასიამოვნოდ სანახავი რგოლი კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის მონაწილეობით.

მიხეილ კობახიძემ არაერთი ფილმი შექმნა, თუმცა არის ფილმი, რომელიც გადამღები ჯგუფის გარდა არავის უნახავს, თუმცა მის შესახებ ყველას სმენია. საუბარია კობახიძის სადიპლომო ნამუშევარზე, სახელწოდებით "რვანახევარი", რომელიც საბჭოთა ცენზურამ, არგუმენტით - ფილმი ანტოსაბჭოურია, გაანადგურა.

მიხეილ კობახიძეზე საუბრისას, შეუძლებელია არ ითქვას, რომ ის მსოფლიოს იმ მცირე რეჟისორების რიცხვს მიეკუთვნება, რომელებმაც საკუთარი ფილმისთვის თავად დაწერეს მუსიკა...






ბათუმის საავტორო კინოფესტივალი 16 სექტემბერს, კინოთეატრ "აპოლოში" უკვე გაიხსნა.

მომდევნო პოსტში მოგითხრობთ გახსნის ცერემონიალის, საპატიო სტუმრების, წლევანდელი პროგრამის, ჟიურის წევრებისა და იმ ფილმის შესახებ, რომლითაც 2012 წელს BIAFF-ი გაიხსნა.



ასევე იხილეთ