Saturday, May 26, 2012

"ინტერპრესნიუსი" "პალიტრა L"-ის საბავშვო ღონისძების შესახებ

"პალიტრა L"-მა და "მულტი-პულტიმ" ბავშვებისთვის გასართობი და შემეცნებითი შოუპროგრამა წარმოადგინეს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა წიგნის ფესტივალის მესამე დღე ბავშვებში წიგნის პოპულარიზაციას და მათ გართობას დაუთმო. საგამომცემლო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", დღეს ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის "პალიტრა L"-მა და გასართობმა ცენტრმა "მულტი-პულტიმ" გასართობი და შემეცნებითი შოუპროგრამა წარმოადგინეს. დისნეის ზღაპრის გმირები ბავშვებთან ერთად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ერთობოდნენ.
ბავშვებთან დისნეის გმირების სტუმრობა შემთხვევითი არ იყო. კერძოდ, ყოველ პარასკევს, ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად, დისნეის ზღაპრების წიგნების სერიები გამოდის, რომლის ფარგლებში სულ 24 ზღაპარი გამოიცემა. 
როგორც "პალიტრა L"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ზღაპრის გმირებთან შეხვედრით ბავშვებისთვის დისნეის სამყარო უფრო ცხადი და საინტერესო ხდება, რაც ბავშვებში წიგნის პოპულარიზაციას აადვილებს. 
საგამომცემლო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" წიგნის ფესტივალი უკვე მესამე დღეა გრძელდება. ფესტივალზე "პალიტრა L"-ის გამოცემები სპეციალურ ფასად იყიდება. წიგნებზე მაღალი მოთხოვნაა. 
პარალელურად, "პალიტრა L" ახორციელებს პროექტს "მაკულიტერატურა", რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერს შეუძლია "ექსპო-ჯორჯიაში" მაკულატურა მიიტანოს, სამაგიეროდ კი, "პალიტრა L"-ის წიგნები მიიღოს.
წიგნის ფესტივალის დახურვამდე ერთი დღე რჩება. წიგნების სპეციალურ ფასად შეძენა ხვალ, 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.


იხილეთ ვიდეო: გახარებული ბავშვები, ჟრიამული და მხიარულება "პალიტრა L"-ის პავილიონში

ასევე იხილეთ