Saturday, May 26, 2012

გამომცემლობამ "პალიტრა L" "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართა


17:19 26-05-2012
გამომცემლობამ "პალიტრა L" "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართაგამომცემლობამ "პალიტრა L" დღეს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართა. 
"საქართველოს ისტორიის" ოთხტომეული ფესტივალის სტუმრებს "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა და ოთხტომეულის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა წარუდგინეს.
მაია ალუდაურის თქმით, ოთხტომეული უკვე გამოცემული იყო სასაჩუქრე სახით, ყუთში შეფუთული, რომელიც ძალიან ბევრმა მკითხველმა შეიძინა. 
როგორც მან აღნიშნა, "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და სწორედ მკითხველის სურვილის გათვალისწინებით, გამოიცა ახალი ვერსია. კერძოდ, ოთხტომეული გამოვა ცალ-ცალკე, შეფუთვის გარეშე, თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. თითოეული ტომის ღირებულება 9 ლარი იქნება.
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" 24 მაისს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

ასევე იხილეთ