Friday, May 25, 2012

ბავშვები წიგნის ფესტივალზე





გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საავტორო სტენდი, თბილისის წიგნის ფესტივალზე, უკვე ტრადიციულად, ყველაზე დიდი ხალხმრავლობით გამოირჩევა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გამომცემლობა მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ გამოცემული წიგნები საინტერესო იყოს არა რომელიმე კონკრეტული, არამედ სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტისათვის. სწორედ ამიტომ, დღესაც - წიგნის ფესტივალის მეორე დღეს, ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში "პალიტრა L"-ის საავტორო სტენდთან უფროსებთან ერთად უამრავმა პატარამ მოიყარა თავი.



წარდგენილი წიგნებიდან, ბავშვებისა და მათი მშობლების ყურადღება ყველაზე მეტად "დისნეის" ზღაპრებმა, წიგნების სერიამ "ეს სამყაროა" და გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებმა მიიპყრო.

ბავშვების განწყობაზე ორივე საფესტივალო დღის განმავლობაში "დისნეის" ზღაპრების საყვარელი გმირი- ნემო ზრუნავდა.

ხვალ კი, "პალიტრა L"-ის მე-6 პავილიონს პოპულარული  გასართობი ცენტრის მხიარული გმირები შემოუერთდებიან, ასე რომ თუ ჯერ არ მოგიყვანიათ თქვენი პატარები, ნუ დაიზარებთ, ხვალ გვეწვიეთ. მათთვის ჩვენთან ბევრი საინტერესო წიგნი და გასართობი ღონისძიებაა! :))

გთავაზობთ ვიდეომასალას პირდაპირ თბილისის წიგნის დესტივალიდან.
"ექსპო-ჯორჯიას" მე-6 პავილიონი. მეორე საფესტივალო დღე.

ასევე იხილეთ