Thursday, May 24, 2012

"პალიტრა L"-ის ახალ პროექტს "მაკულიტერატურას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა



წიგნის ფესტივალზე, "ექსპო ჯორჯიას" მე-6 პავილიონში, "პალიტრა L"-ის გამომცემლობის სტენდთან დილიდან რიგებია. უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა, პავილიონში მიიტანოს სულ მცირე, 5 კილოგრამი მაკულატურა, რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" ახალ წიგნებში გაცვლის. 

პროექტის ფარგლებში მიიღება ძველი წიგნები, გაზეთები, ბლანკები, რვეულები და სხვა ქაღალდები. არ მიიღება მხოლოდ მუყაო, ყუთები და შესაფუთი მასალები. ჩასაბარებელი მაკულატურის მაქსიმალური რაოდენობა შეუზღუდავია. წიგნების ჩამონათვალი კი, რომელშიც მაკულატურა იცვლება, საკმაოდ დიდია.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, პროექტის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრიდან" შეიტყვეს. 

ფესტივალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება. "პალიტრა L"-ის სტენდი წიგნის მოყვარულებს მე-6 და მე-11 პავილიონებში მასპინძლობს.

ახალი პროექტის პრეზენტაცია 15:30 საათზე გაიმართება.

იხილეთ: გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე - 24 მაისიდან უპრეცენდენტო პროექტი იწყება

ასევე იხილეთ