ყურადღება!
აქცია "მაკულიტერატურა" გრძელდება
დღეს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო, დასკვნითი დღეა.
ჩვენი, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის, თავდაპირველი გეგმების თანახმად, ფესტივალის ფარგლებში, მაკულატურის მიღება დღეს, კვირას, 27 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული პროექტისადმი საზოგადოების დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ მაკულატურის ჩაბარება კიდევ 1 დღით გავაგრძელოთ.
ასე რომ, მაკულატურის მიღება „ექპო-ჯორჯიას“ მე-6 პავილიონთან გაგრძელდება ორშაბათს, 28 მაისს, 20.00 საათამდე. აქვე იქნება წარმოდგენილი წიგნები, რომლებსაც თქვენ, მაკულატურის ჩაბარების შემდეგ, „ნერგი“ ბარათებში გაცვლით.
ჩვენი სურვილია, რომ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა თითოეულ თქვენგანს მიეცეს. ამიტომ მათთვის, ვინც ვერც 28 მაისს მოახერხებს ჩაბარებას, უახლოეს მომავალში წერეთლის 41-ში მაკულატურის ჩაბარების კიდევ ერთი პუნქტი გაიხსნება.
Sunday, May 27, 2012
აქცია "მაკულიტერატურა" გრძელდება - "პალიტრა L"-ის განცხადება
ასევე იხილეთ
-
მეგობრებო, გაცნობებთ, რომ პროექტი "მაკულიტერატურა" გრძელდება. ამიერიდან, თბილისში, წიგნების ჩაბარება ერთდროულად ორ პუნქტში იქნება...
-
გამომცემლობა ”პალიტრა L” წარმოგიდგენთ: წლევანდელი წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა - აქცია ”მაკულიტერატურა”. ”პალიტრა L” პირველი ქ...
-
გთავაზობთ წიგნების ნუსხას და მათ მისაღებად საჭირო მაკულატურის რაოდენობას: მაკულატურა უნდა მოიტანოთ 24-27 მაისს, ”ექსპო-ჯორჯიაში”, მე-6 პ...
