Monday, May 21, 2012

FAQ | ”მაკულიტერატურა”

  
გამომცემლობა ”პალიტრა L"   2012 წლის თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე შემდეგი პროგრამით გიმასპინძლებთ:
წიგნები სპეციალური ფასდაკლებით და წლევანდელი წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა - აქცია ”მაკულიტერატურა”.

ვპასუხობთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს:




 
როდის ტარდება თბილისის წიგნის ფესტივალი?

თბილისის წიგნის ფესტივალი ტარდება 24 მაისიდან 27 მაისამდე.

სად ტარდება თბილისის წიგნის ფესტივალი?

თბილისის წიგნის ფესტივალი ტარდება თბილისში; საგამოფენო ცენტრში ”ექსპო ჯორჯია”, მისამართზე წერეთლის 118.


რომელ პავილიონში იქნება წარმოდგენილი ”პალიტრა L”-ის საავტორო სტენდი?


”პალიტრა L”-ის საავტორო სტენდი? ”პალიტრა L”-ის საავტორო სტენდი წარმოდგენილი იქნება მე-11 და მე-6 პავილიონებში.

სად უნდა მივიტანოთ მაკულატურა?მაკულატურის ჩასაბარებლად გვეწვიეთ მე-6 პავილიონში.

რა სახის მაკულატურას იბარებთ?

ვიბარებთ ნებისმიერი სახის მაკულატურას: ძველ წიგნებს, რვეულებს, ჟურნალებს, გაზეთებს, ფლაერებს, ფურცლებს და ა.შ.  თუმცა არ ვიბარებთ მუყაოს (კარდონს).

აქცია ”მაკულიტერატურა” დროებითია?

აქცია, შესაძლოა, გაგრძლდეს ფესტივალის შემდეგაც; დაწვრილებით ინფორმაციას მომავალში მოგაწვდით.


ჩატარდება თუ არა ფესტივალი სხვა ქალაქებში?
აქცია, შესაძლოა, გაგრძლდეს ფესტივალის შემდეგაც; დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

ასევე იხილეთ