Monday, May 28, 2012

თბილისის წიგნის ფესტივალის ქრონიკა


თბილისისი წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. გთავაზობთ შემაჯამებელ პოსტს. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:

იმისთვის, რომ წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა ”პალიტრა L” თქვენს წინაშე ღირსეულად წარდგენილიყო, მზადება ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მასში ”მედიაპალიტრის” რამდენიმე განყოფილება ჩაერთო.

გამომცემლობის მენეჯმენტი, პიარის, კრეატივისა და დიზაინერების გუნდი საკუთარ იდეებს ერთი დიდი მაგიდის ირგვლივ წარადგენდა. ხანგრძლივი მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ გადაწყდა, რომ წლევანდელი წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა პროექტი ”მაკულიტერატურა” უნდა გამხდარიყო.
იდეა, სრულყოფილად განხორციელებისა და თქვენამდე წარმატებით მოსატანად, უამრავი დიდი თუ პატარა დეტალის გადაწყვეტას საჭიროებდა:

მაკულატურის ჩასაბარებელი პუნქტების უზრუნველყოფა, მიღებული მაკულატურის აწონვა და წონის შესაბამისი ”ნერგი” ბარათებში გადაცვლა, ”ნერგი” ბარათების გასანაღდებელი პუნქტის გამართულად მუშაობა, სადაც  ”ნერგი” ბარათების სანაცვლოდ შესაბამისი საფასურის, პროექტისთვის გამოყოფილ ახალ წიგნებს გასცემდნენ, მიღებული მაკულატურის ტრანსპორტირება ... ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროცესისა, რომელსაც ათობით ადამიანი მაქსიმალურად ოპერატიულად ასრულებდა იმისთვის, რომ თქვენ ფესტივალიდან კმაყოფილები დაბრუნებულიყავით.
ეს ყველაფერი ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირდა, რადგან ოთხივე საფესტივალო დღის განმავლობაში დიდმა აქტივობამ ნათლად გვიჩვენა, რომ პროექტ ”მაკულიტერატურის” სტარტი წარმატებით შედგა. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაკულატურის მიღება ”ექსპო-ჯორჯიას” მე-6 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი დღით გაგვეხანგრძლივებინა. შეგახსენებთ, რომ მაკულატურის მიღება აღნიშნულ ადგილზე დღეს, ორშაბათს, 28 მაისს, 20.00 საათამდე გაგრძელდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ პოსტს > აქცია "მაკულიტერატურა" გრძელდება - "პალიტრა L"-ის განცხადება

პროექტი ”მაკულიტერატურა” არ იყო ერთადერთი, რამაც წლევანდელ წიგნის ფესტივალზე, ”პალიტრა L”-ის მიმართ წიგნის მოყვარულთა ყურადღება გაამძაფრა. გამომცემლობა ”პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, რომ წიგნები, რომელსაც ათასობით ადამიანი, ”მედიაპალიტრის” სხვადასხვა გამოცემებთან ერთად გარკვეული პერიოდულობით ღებულობს, ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში კვლავ აქციის ფასად წარედგინა. ფასდაკლება ყველა პოპულარულ წიგნების სერიას შეეხო. ჩამონათვალი იხილეთ აქ, ამ ბმულზე > ფასდაკლებები წიგნის ფესტივალზე ”პალიტრა L”-ისგან!

ფესტივალის მსვლელობისას, პერიოდულად, ”პალიტრა L”-ის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პრეზენტაციები და ღონისძიებები იმართებოდა. 


პირველი ღონისძიება, რომელიც მე-11 პავილიონში შედგა, "ვეფხისტყაოსნის" 3D გამოცემის შესახებ იუწყებოდა.

















კიდევ ერთი ისტორიული ნამუშევრის პრეზენტაცია, ასევე მე-11 პავილიონში 26 მაისს შედგა. ”საქართველოს ისტორის ოთხტომეული” - ასე ქვია წიგნს, რომელიც ფესტივალის სტუმრებს "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა და ოთხტომეულის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა გააცნეს.











შაბათ-კვირას ”ექსპო-ჯორჯიას” მე-6 პავილიონში, სადაც მთლიანად გამომცემლობა ”პალიტრა L” იყო წარმოდგენილი, დიდი ჟრიამული იყო,რადგან "დისნეის" ზღაპრების სერია, რომელიც გამოცემა "პალიტრა L"-მა ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად დაიწყო, ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში, "მულტი-პულტის" გმირებმა გააცოცხლეს.


”დისნეის” ზღაპრის გმიერებიდან, ერთმა გმირმა, მე-6 პავილიონს განსაკუთრებით უერთგულა :) ის ოთხივე საფესტივალო დღის განმავლობაში ”ცურავდა” ჩვენს მწვანე და გრილ პავილიონში. როგორც ჩანს, ლიტერატურით იკლავდა წყურვილს :)


ჩვენ თითოეული თქვენგანის სტუმრობა გვახარებდა, თუმცა, ცხადია, ყველაზე მეტად სასიამოვნო პატარების ხილვა იყო :)



თითოეული ჩვენი სტუმარი თავისებურად საინტერესო იყო, სწორედ ამიტომ მათ ჩვენს ბლოგზე პოსტი მიეძღვნათ. იხილეთ: "პალიტრა L" -ის პავილიონის სტუმრები | ფოტორეპორტაჟი

ბლოგი Festival.Ambebi.Ge მაქსიმალურად შეეცადა, რომ ფესტივალის არც ერთი საინტერესო დეტალი არ გამორჩენოდა. ბლოგის არსებების განმავლობაში ათეულობით კომენტარი დაიწერა. სასიხარულოა, რომ გვწერდნენ არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდანაც. ისინი ინტერესდებოდნენ, ჩატარდება თუ არა მსგავსი ღონისძიებები რეგიონებშიც. პირობას გაძლევთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდება, ამას აუცილებლად შეიტყობთ ჩვენგან!
თბილისის წიგნის ფესტივალის გაშუქება  ”საფესტივალო ბლოგის” პირველი პროექტი იყო.  ვიმედოვნებთ, რომ ამავე ბლოგზე, სხვა საინტერესო ფესტივალებიც გაშუქდება. ბლოგის არსებობის 2 კვირის განმავლობაში 38 პოსტი დაიწერა. ამ დროის განმავლობაში, blogger.com-ის მონაცემებით, ბლოგს 40 190 ვიზიტორი ეწვია. ყველაზე კითხვადი პოსტების სამეული კი ასე გამოიყურება:

1 - მაკულიტერატურა - თბილისის წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა! 8,228 წაკითხვა
2 - წიგნების ნუსხა და მათ მისაღებად საჭირო მაკულატურის რაოდენობა 4,821 წაკითხვა
3 - ფასდაკლებები წიგნის ფესტივალზე ”პალიტრა L”-ისგან! 4,627 წაკითხვა

გმადლობთ, იმისთვის, რომ წიგნის ფესტივალზე თქვენი ყურადღება გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის წიგნებზე შეაჩერეთ. ეს გამომცემლობას მეტ სტიმულს აძლევს იმისთვის, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო ფართო არჩევანი შემოგთავაზოთ უკვე ტრადიციული, მაღალპოლიგრაფიული ხარისხით და გმადლობთ იმისთვის, რომ სტუმრობდით ბლოგს  Festival.Ambebi.Ge. 
პატივისცემით Gio Rgashvili

ასევე იხილეთ