Thursday, May 17, 2012

მაკულიტერატურა - თბილისის წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა!



გამომცემლობა ”პალიტრა L” წარმოგიდგენთ:  წლევანდელი წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა - აქცია ”მაკულიტერატურა”.

”პალიტრა L” პირველი ქართული გამომცემლობაა, რომელმაც გარემოზე ზრუნვა დაიწყო: იმისთვის, რომ ახალი წიგნის გამოცემამ მორიგი ხის სიცოცხლე არ შეიწიროს, 24 მაისიდან, ”პალიტრა L” მაკულატურას ჩაიბარებს. ეს შეიძლება იყოს ძველი, ნებისმიერი სახის წიგნი, თაბახის ფურცელი თუ გაზეთი.
”პალიტრა L” მაკულატურის ანაცვლოდ ახალ წიგნს გაჩუქებთ და მისი გადამუშავების შემდეგ, თქვენ მიერ ჩაბარებული მაკულატურით, გამომცემლობა ახალ წიგნებს გამოსცემს!


მაშ ასე, ასეთი შანსი ჯერ არ გქონიათ!  მოიტანეთ ფესტივალზე  ნებისმიერი სახის მინიმუმ 5 კგ  მაკულატურა და გაცვალეთ ახალ წიგნებში(მაკულატურის მაქსიმალური რაოდენობა შეუზღუდავია).

თქვენ გელით წიგნების დიდი არჩევანი!


განაახლე შენი თარო და შეინარჩუნე გარემო!

გვეყოფა ტყეების განადგურება, ჩვენ საკმარისი ძველი წიგნი  გვაქვს!

 როგორ მიიღოთ მონაწილეობა აქციაში ”მაკულიტერატურა”?

·         მაკულატურის ჩაბარებისას თქვენ მიიღებთ წონის შესაბამისი ნომინალის მქონე ”ნერგი” ბარათს.

·         აქვე გექნებათ საშუალება გაანაღდოთ ”ნერგი” ბარათები და გაცვალოთ ისინი შესაბამისი საფასურის, პროექტისთვის გამოყოფილ ახალ წიგნებში.

·         თქვენ ასევე შეგიძლიათ ფესტივალის დღეების  განმავლობაში დააგროვოთ ”ნერგი” ბარათები და გაანაღდოთ ისინი ფესტივალის მსვლელობის სხვა ნებისმიერ დღეს (24 დან 27 მაისამდე)

·         ახალი წიგნის მიღებისთვის საჭიროა ნებისმიერი სახის მინიმუმ 5 კგ მაკულატურა. სხვადასხვა წიგნი სხვადასხვა წონის მაკულატურას უდრის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 19 60 53; 2 19 60 13

იხილეთ ვიდეო: გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე - 24 მაისიდან უპრეცენდენტო პროექტი იწყება

ასევე იხილეთ