Sunday, September 16, 2012

სამი ქართველი კინორეჟისორი BIAFF 2012-ის სახე გახდა

მოგესალმები ბლოგის მკითხველო! Festival.ambebi.ge მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა მკითხველს კიდევ ერთი ფესტივალის, BIAFF-ის შესახებ მოგითხროთ.


  BIAFF - ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი



INFO | BIAFF პირველად 2006 წელს ჩატარდა. 
ფესტივალი საერთაშირისოა და მისი მსვლელობისას წარმოდგენილია საავტორო ნამუშევრები.

ფესტივალის ჟიური ყოველწლიურად იცვლება და ის ინტერნაციონალურია. რაც შეეხება ჟიურის ქართველ წევრებს, სხვადასხვა დროს მათ შორის იყვნენ კინომცოდნე გოგი გვახარია, კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში, მსახიობი რეზო ჩხიკიშვილი და ა.შ.

ფესტივალის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ოფიციალური გვერდი იძლევა, Festival.ambebi.ge კი ამ პოსტში წარმოგიდგენთ BIAFF სამ პრომო რგოლს, რომელიც მთლიანად შეგიქმნით იმ განწყობას, რომელსაც ბათუმის წლევანდელი საავტორო კინოს ფესტივალი ატარებს.

INFO | ფესტივალი 16-23 სექტემბერს, კინოთეატრ "აპოლოში" გაიმართება



წლევანდელი BIAFF-ის ამ პრომო ვიდეოში, ელდარ შენგელაიას მონაწილეობა შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ელდარ შენგელაია წელს კინოფესტივალის საპატიო სტუმარი და მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ხუთკაციანი ჟიურის თავჯდომარეა. ელდარ შენგელაიას მორიგ პოსტშიც შევეხებით, სადაც ფესტივალის გახსნის შესახებ იქნება საუბარი.


ახლა ფესტივალის მეორე პრომო რგოლის მთავარი პერსონაჟის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის შესახებ:
ალექსანდრე რეხვიაშვილი კინოში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მის შემოქმედებას თუ გადახედავთ, იხილავთ, რომ აქვს უნარი იყოს რეჟისორი, წეროს სცენარი ფილმებისთვის და და იყოს დამდგმელი ოპერატორიც.
.. და კიდევ ერთი -  ალექსანდრე რეხვიაშვილი 1969 წელს კინომაყურებელმა მსახიობის ამპლუაშიც იხილა. საუბარია მის მიერ შესრულებულ როლზე ფილმში "ფიროსმანი".




და მესამე, ასევე ძალიან სასიამოვნოდ სანახავი რგოლი კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის მონაწილეობით.

მიხეილ კობახიძემ არაერთი ფილმი შექმნა, თუმცა არის ფილმი, რომელიც გადამღები ჯგუფის გარდა არავის უნახავს, თუმცა მის შესახებ ყველას სმენია. საუბარია კობახიძის სადიპლომო ნამუშევარზე, სახელწოდებით "რვანახევარი", რომელიც საბჭოთა ცენზურამ, არგუმენტით - ფილმი ანტოსაბჭოურია, გაანადგურა.

მიხეილ კობახიძეზე საუბრისას, შეუძლებელია არ ითქვას, რომ ის მსოფლიოს იმ მცირე რეჟისორების რიცხვს მიეკუთვნება, რომელებმაც საკუთარი ფილმისთვის თავად დაწერეს მუსიკა...






ბათუმის საავტორო კინოფესტივალი 16 სექტემბერს, კინოთეატრ "აპოლოში" უკვე გაიხსნა.

მომდევნო პოსტში მოგითხრობთ გახსნის ცერემონიალის, საპატიო სტუმრების, წლევანდელი პროგრამის, ჟიურის წევრებისა და იმ ფილმის შესახებ, რომლითაც 2012 წელს BIAFF-ი გაიხსნა.



Tuesday, August 21, 2012

BIAFF ( Batumi International Art-House Film Festival)


About

BIAFF VII will take place in Batumi - during 16-23 September, 2012
Mission



The goal of BIAFF is popularization of cinema, development of cultural relationship and exchange of experience between Georgian and foreign cinematographers.
Company Overview
Batumi International Art-House Film Festival (BIAFF) was established in 2006.

Monday, July 2, 2012

წიგნები, რომელსაც მაკულატურის სანაცვლოდ მიიღებთ - განახლებული ნუსხა


5 ნერგი

სერია "მსოფლიო დეტექტივების სეიფი"

საქმე #1 ჯეიმს ჩეიზი

საქმე #2 ართურ კონან დოილი

საქმე #3 სიდნეი შელდონი

საქმე #4 აგატა კრისტი

საქმე #5 ჯადსონ ფილიპსი

Friday, June 29, 2012

ყურადღება! მაკულატურის ჩაბარება უკვე ორ პუნქტშია შესაძლებელია

მეგობრებო, გაცნობებთ, რომ პროექტი "მაკულიტერატურა" გრძელდება.
ამიერიდან, თბილისში, წიგნების ჩაბარება ერთდროულად ორ პუნქტში იქნება შესაძლებელი.


მაშ ასე, მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
წერეთლის გამზ. #116 და ენუქიძის # 8.


აღნიშნულ მისამართებზე შეგიძლიათ მობრძანდეთ ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა,  10-16 საათამდე. აქვე მიიღებთ ”ნერგი ბარათებს”

ახალი წიგნები გაიცემა სავაჭრო ცენტრ ”დიდუბე პლაზას” შენობაში - მაღაზია # 9/1
მისამართი ენუქიძის ქ. # 8 , 10 დან 17 საათმადე.

Tuesday, June 5, 2012

პროექტი "მაკულიტერატურა" - ძველი წიგნის ახალი სიცოცხლე გრძელდება!

გადაარჩიე და გადაარჩინე - ძველი წიგნის ახალი სიცოცხლე
გადაარჩიე და გადაარჩინე - ძველი წიგნის ახალი სიცოცხლე

125 ტონა მაკულატურა, 1250 ხის ნერგი და ათობით ძველი წიგნის ახალი სიცოცხლე, - ეს ის შედეგია, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის აქციას - "მაკულიტერატურას" უკვე მოჰყვა. 

წიგნის ფესტივალზე გამომცემლობამ მოსახლეობას მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლა შესთავაზა, რასაც წარმოუდგენლად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და აქციის პირველივე დღეს საგამოფენო პავილიონში უამრავმა ძველმა "ქაღალდეულმა" მოიყარა თავი. 

წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი, ამიტომ "პალიტრა L"-ის აქცია, მათ შორის ბუნების შენარჩუნებითაც იყო ნაკარნახევი. თუმცა, "მაკულიტერატურამ" კიდევ ბევრ სხვა საინტერესო და კეთილშობილურ წარმოწყებას დაუდო საფუძველი. 

შესაბამისად, პროექტი "მაკულიტერატურა" გრძელდება და 1-ლი ივნისიდან ევდოშვილის #27-ში (წერეთლის გამზ. #41 მიმდებარე ტერიტორია) ყველა მსურველს შეუძლია მიიტანოს მაკულატურა და გადაცვალოს ახალ წიგნებში.
გარდა იმისა, რომ უსარგებლო ქაღალდეულს მოიცილებთ, ამ ნაბიჯით წვლილს შეიტანთ ბუნების გადარჩენაში, რადგან პროექტის ფარგლებში შეგროვილი ყოველი 1 ტონა მაკულატურა 10-დან 17-მდე ხეს გადაარჩენს. 
მარიკა დარჩია,  "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი: "ამ პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი, რომ უამრავი ქაღალდი - ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. 

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში აუცილებლად დავრგავთ ნერგებს, ამ სასიკეთო საქმეში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს მოქალაქეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა. ნერგების დარგვა შემოდგომისთვის იგეგმება და უკვე ვიწყებთ ამისთვის მზადებას: ვარჩევთ სანერგეებს, დავუკავშირდით სხვადასხვა ორგანიზაციას. ადრე ვფიქრობდით, რომ მაკულატურას შეერეოდა ბევრი საინტერესო წიგნი, რომელიც დასანანი იქნებოდა გადასამუშავებლად, მნიშვნელოვანი იდეა გაგვიჩნდა, გადავწყვიტეთ, გარდა იმისა, რომ გადავარჩინოთ ბუნება, ასევე გადავარჩინოთ წიგნები და შევქმნათ ამ წიგნების ფონდი. 

მაკულატურაში შერეული წიგნების გადარჩევა უკვე დაწყებულია. სხვათა შორის, ეროვნული ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელმა აქციის პირველივე დღეს გამოთქვა სურვილი, გადაერჩიათ მაკულატურაში შერეული წიგნები. ასევე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის თანამშრომლებმა წიგნების გადარჩევისას 40-მდე საინტერესო გამოცემა გადაარჩინეს. შესაბამისად, ამ კეთილშობილურ საქმეს გვინდა ბევრად დიდი მასშტაბი შევძინოთ და თვეში ერთხელ, წიგნების გადარჩევის პროცესში მონაწილეობა მწერლებსა და საზოგადოების თვალსაჩინო წევრებს ვთხოვოთ. 

გვსურს, მათ თავიანთი ძვირფასი დროის ერთი-ორი საათი წიგნების გადარჩევასა და გადარჩენას დაუთმონ და შემდეგ ამის შესახებ დაწერონ, თუ რატომ გადაარჩინეს ესა თუ ის წიგნი. შემდეგ მათი წერილები, გადარჩენილი წიგნების ამბები, ბლოგებად იქცევა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხავი იქნება. 
გარდა ამისა, თუ წიგნების გადარჩენისას რამე რარიტეტულს აღმოვაჩენთ, გვინდა მოვაწყოთ მცირე მუზეუმი, ხოლო წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" მოეწყობა გადარჩენილი წიგნების თარო, სადაც ეს წიგნები მოთავსდება და მათი შეძენა ძალიან დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი".

იმ წიგნების ნუსხა, რომლის მიღება მაკულატურის სანაცვლოდ არის შესაძლებელი, საკმაოდ ვრცელია. მაგალითად, სულ რაღაც 6 კილოგრამი მეორეული ქაღალდის ჩაბარებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბიბლიოთეკა "ქართული პროზის საგანძურით" შეავსოთ, ხოლო "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულისთვის კი 250 კილოგრამი მაკულატურის ჩაბარება დაგჭირდებათ. თუმცა, თუ თქვენი მაკულატურა 500 კილოგრამს აჭარბებს "პალიტრა L"-ის შესაბამისი სამსახური თავად მოახდენს მის ტრანსპორტირებას.დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 219-60-53; 219-60-13

გთავაზობთ წიგნების ნუსხას და მათ მისაღებად საჭირო მაკულატურის რაოდენობას: 

დეტექტივების 32 ტომი. თითო ტომი 5 კგ

"დიდი მხატვრების" სერიის 5 ტომი. თითო ტომი 29 კგ 

"ქართული პროზის საგანძურის" 14 ტომი. თითო ტომი 6 კგ 

სერია "ჩემი რჩეული", გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეული. თითო ტომი 18 კგ 

სერია "ჩემი რჩეული", ოტია იოსელიანის ექვსტომეული. თითო ტომი 18 კგ 

სერია "ჩემი რჩეული", რჩეულიშვილის ექვსტომეული. თითო ტომი 18 კგ 

სერია "ეს სამყაროას" 6 ტომი. თითო ტომი 25 კგ 

სერია "სწრაფი და გემრიელის" 5 ტომი. თითო ტომი 15 კგ 

"ჩემი საყვარელი ზღაპრების" 4 ტომი. თითო ტომი 12 კგ 

"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიების" 17 ტომი. თითო ტომი 6 კგ 

"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, დიდი ქართველების" 45 ტომი. თითო ტომი 
6 კგ 

"დავით აღმაშენებლის" რვატომეული. თითო ტომი 8 კგ 

"მსოფლიო კულინარიის შედევრების" 6 ტომი. თითო ტომი 15 კგ 

"ახალი ქართული ლიტერატურის" 12 ტომი. თითო ტომი 7 კგ 

ჟურნალ "...და ქალის" ბიბლიოთეკის 8 წიგნი. თითო ტომი 5 კგ 

"დიდ კინოდ ქცეული წიგნების" 2 ტომი. თითო ტომი 5 კგ 

ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ილუსტრაციებით). 25 კგ 

"როგორ ვწეროთ მოთხრობები", 20 კგ 

"თქვი სიმართლე". 10 კგ 

"იყავი ყურადღებიანი". 10 კგ 

"ჩიტები უხმობენ მზეს". 14 კგ 

"ჭორიკანა მელა". 14 კგ 

"გაზაფხული". 14 კგ 

მარკო პოლოს "უჩვეულო თავგადასავალი".  10 კგ 


"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი". 10 კგ 

"თუთიყუში ჟაკოს თავგადასავალი". 24 კგ 

"ტკბილეული პატარებისთვის". 40 კგ 

"კენგურუ ბასტერი". 12 კგ 

"სპლიყვი ლიზი".  12 კგ 

"შეეხე და შეიგრძენი, გეხუტები". 11 კგ 

"ზვიგენი, რომელსაც სიღრმის ეშინია".  12 კგ 

"ჟირაფი, რომელსაც სიმაღლის ეშინია". 12 კგ 

"გახდი კინორეჟისორი". 50 კგ 

"თამაშები გარეთ". 10 კგ 

"თამაშები შინ". 10 კგ 

"რა არის ფული?" 9 კგ 

"მოძრავი 3D ციფრები" (ქართულად). 45 კგ 

"ვეფხისტყაოსანი 3D"(ქართულად). 125 კგ 

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია". 150 კგ 

"საქართველოს ისტორია" 4-ტომეული. 250 კგ 

Monday, June 4, 2012

წიგნების სია, რომლებიც იცვლება მაკულატურაზე! 1 ნერგი=1კგ




5 ნერგი
სერია "მსოფლიო დეტექტივების სეიფი"
საქმე #1 ჯეიმს ჩეიზი
საქმე #2 ართურ კონან დოილი
საქმე #3 სიდნეი შელდონი
საქმე #4 აგატა კრისტი
საქმე #5 ჯადსონ ფილიპსი
საქმე #6 როს მაკდონალდი
საქმე #7 ჯონს დიქსონ კარი
საქმე #8 ჯო ჰორზი
საქმე #9 დეშილ ჰემეთი
საქმე #10 აკუნინი
საქმე #11 ჩარლზ პ. სნოუ
საქმე #12 დიკ ფრენსისი
საქმე #13 რაიმონდ ჩანდლერი
საქმე #14 სეიტო მაცუმოტო
საქმე #15 სერილ ჰეირი
საქმე #16 ფრიდრიხ დიურენმატი
საქმე #17 ჟორჟ სიმენონი
საქმე #18 ბუალო
საქმე #19 ეჟი ედიგეი
საქმე #20 ფრედ ვარგასი
საქმე #21 ალან პო
საქმე #22 ჯონ ლე კარე
საქმე #23 ჰეინერ რანკე
საქმე #24 ჯეფრი ჰადსონი
საქმე #25 ზემსკი
საქმე #26 ჩეიზი
საქმე #27 პერ ვალე
საქმე #28 სტენლი გარდენი
საქმე #29 მაკდონალდი
საქმე #30 არტურ ჰეილი I ნაწილი
საქმე #31 არტურ ჰეილი II ნაწილი
საქმე #32 აგატა კრისტი
7 ნერგი
სერია "ახალი ქართული ლიტერატურა"
გურჯი ხათუნი (ტურაშვილი) I ტომი
სამი მზის ქვეშ (ფხაკაძე) II ტომი
რატი ამაღლობელი III ტომი
დავით ქართველიშვილი IV ტომი
თეონა დოლენჯაშვილი V ტომი
ბესო ხვედელიძე VI ტომი
ზაზა თვარაძე VII ტომი
არჩილ ქიქოძე VIII ტომი
ლაშა ბუღაძე IX ტომი
შოთა იათაშვილი X ტომი
მაკა მიქელაძე XI ტომი
გაგა ნახუცრიშვილი XII ტომი

5 ნერგი
სერია "ჟურნალ "...და ქალის" ბიბლიოთეკა"
სექსი დიდ ქალაქში I ნაწილი
მეხუთე ავენიუ II ტომი I ნაწილი
მეხუთე ავენიუ III ტომი II ნაწილი
ზაფხული დიდ ქალაქში IV ნაწილი
ქერის დღიურები V ტომი I ნაწილი
ქერის დღიურები V ტომი II ნაწილი
ბიზნესი მაღალ ქუსლებზე VI ტომი I ნაწილი
ბიზნესი მაღალ ქუსლებზე VI ტომი II ნაწილი

5 ნერგი
სერია "დიდ კინოდ ქცეული წიგნები"
წიგნი 1 - მარიო პიუზო -ნათლია
წიგნი 1 - მარიო პიუზო -ნათლია II ნაწილი

6 ნერგი

სერია "ქართული პროზის საგანძური"
ჯავახიშვილი მე-2 ტომი
გეგეშიძე მე-9 ტომი
აკა მორჩილაძე მე-18 ტომი
ნიკო ლომოური 22-ე ტომი
გურამ ფანჯიკიძე 23-ე ტომი
ედიშერ ყიფიანი 27-ე ტომი
ლავრენტი არდაზიანი 28-ე ტომი
ელიოზიშვილი 29-ე ტომი
ყაზბეგი 30-ე ტომი
ნუგზარ შატაიძე 31-ე ტომი
ჭილაძე 38-ე ტომი
ოთარ ჭილაძე 44-ე ტომი I ნაწილი
ოთარ ჭილაძე 45-ე ტომი II ნაწილი
ოთარ ჭილაძე 46-ე ტომი III ნაწილი
6 ნერგი
სერია "გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები"
ალექსანდრე მაკედონელი I ტომი
აინშტაინი II ტომი
მარკო პოლო III ტომი
მოცარტი IV ტომი
გალილეო გალილეი V ტომი
სერვანტესი VI ტომი
მაჰათმა განგი VII ტომი
დისნეი VIII ტომი
კოპერნიკი IX ტომი
შოპენი X ტომი
ლეონარდო და ვინჩი XI ტომი
ლუი პასტერი XII ტომი
ნაპოლეონ ბონაპარტი XIII ტომი
ისააკ ნიუტონი XIV ტომი
პლატონი XV ტომი
ედისონი XVI ტომი
ქრისტეფორე კოლუმბი XVII ტომი

სერია "დიდი ქართველები"
ვახტანგ გორგასალი I ტომი
ვაჟა-ფშაველა II ტომი
ფიროსმანი III ტომი
ილია ჭავჭავაძე IV ტომი
თამარ მეფე V ტომი
პაიჭაძე VI ტომი
გალაკტიონ ტაბიძე VII ტომი
ივანე ჯავახიშვილი VIII ტომი
ფარნავაზი IX ტომი
გიორგი სააკაძე X ტომი
კოტე მარჯანიშვილი XI ტომი
ნიკოლოზ ბარათაშვილი XII ტომი
დავით აღმაშენებელი XIII ტომი
ზაქარია ფალიაშვილი XIV ტომი
გრიგოლ ხანძთელი XV ტომი
სულხან-საბა ორბელიანი XVI ტომი
დავით სარაჯიშვილი XVII ტომი
აკაკი წერეთელი XVIII ტომი
დიმიტრი უზნაძე XIX ტომი
ქაქუცა ჩოლოყაშვილი XX ტომი
ნატო ვაჩნაძე XXI ტომი
ერეკლე მეფე II XXII ტომი
პეტრე მელიქიშვილი XXIII ტომი
გიორგი ბრწყინვალე XXIV ტომი
ნოდარ დუმბაძე XXV ტომი
ნიკო ნიკოლაძე XXVI ტომი
იაკობ გოგებაშვილი XXVII ტომი
მიხეილ მესხი XXVIII ტომი
ექვთიმე თაყაიშვილი XXIX ტომი
დემეტრე თავდადებული XXX ტომი
ჰამლეტ გონაშვილი XXXI ტომი
მიხეილ ჯავახიშვილი XXXII ტომი
იპოლიტე ხვიჩია XXXIII ტომი
გენერალი მაზნიაშვილი XXXIV ტომი
ამბროსი ხელაია XXXV ტომი
ვანო სარაჯიშვილი XXXVI ტომი
სოლომონ II XXXVII ტომი
მარო მაყაშვილი XXXVIII ტომი
სესილია თაყაიშვილი XXXIX ტომი
მერაბ კოსტავა XL ტომი
დავით გურამიშვილი XLI ტომი
გრიგოლ რობაქიძე XLII ტომი
ქეთევან წამებული XLIII
კონსტანტინე გამსახურდია XLIV
თევდორე მღვდელი XLV
12 ნერგი
სერია "ჩემი საყვარელი ზღაპრები"
კარუსელი VII ტომი საიდი
კარუსელი X ტომი აღმოსავლური ზღაპრები
კარუსელი XV ტომი ალიბაბა
კარუსელი XVII ტომი ჯანი როდარი
15 ნერგი
სერია "სწრაფი და გემრიელი"
სადღესასწაულო რეცეპტები
II ნაწილი
წვნიანები III ნაწილი
ქათმის ხორცის კერძები IV ნაწილი
მაკარონი,სპაგეტი,პასტა V ნაწილი
ზღვის ნობათი VI ნაწილი
15 ნერგი
სერია "მსოფლიო კულინარია"
იტალიური სამზარეულო I ტომი
არგენტინული სამზარეულო III ტომი
ჩინური სამზარეულო IV ტომი
ფრანგული სამზარეულო V ტომი
იაპონური სამზარეულო VI ტომი
ავსტრიულ-გერმანული სამზარეულო VII ტომი
29 ნერგი
სერია "დიდი მხატვრები"
რენუარი
რუბენსი
მოდილიანი
გუდიაშვილი
ბოსხი
25 ნერგი
სერია "ეს სამყაროა"
გამოგონებები
სტიქიური მოვლენები
ზვიგენები
კოსმოსი
ოკეანეები
დინოზავრები
სხვადასხვა

8 ნერგი _ დავით აღმაშენებლის რვატომეული, თითო ტომი
18 ნერგი _ გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეული, თითო ტომი
18 ნერგი _ ოტია იოსელიანის ექვსტომეული, თითო ტომი
18 ნერგი _ გურამ რჩეულიშვილის ექვსტომეული, თითო ტომი
25 ნერგი _ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - ილუსტრირებული
20 ნერგი _ როგორ ვწეროთ მოთხრობები, რეპორტაჟები
10 ნერგი _ თქვი სიმართლე
10 ნერგი _ იყავი ყურადღებიანი
14 ნერგი _ ჩიტები უხმობენ მზეს
14 ნერგი _ ჭორიკანა მელა
14 ნერგი _ გაზაფხული
10 ნერგი _ მარკო პოლოს უჩვეულო თავგადასავალი
10 ნერგი _ ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი
24 ნერგი _ თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი
40 ნერგი _ ტკბილეული პატარებისთვის
12 ნერგი _ კენგურუ ბასტერი
12 ნერგი _ სპლიყვი ლიზი
11 ნერგი _ შეეხე და შეიგრძენი
12 ნერგი _ ზვიგენი, რომელსაც სიღრმის ეშინია
12 ნერგი _ ჟირაფი, რომელსაც სიმაღლის ეშინია
50 ნერგი _ გახდი კინორეჟისორი
10 ნერგი _ თამაშები შინ
10 ნერგი _ თამაშები გარეთ
9 ნერგი _ რა არის ფული
45 ნერგი _ მოძრავი 3D ციფრები
125 ნერგი _ ვეფხისტყაოსანი 3D
150 ნერგი _ დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია
250 ნერგი _ საქართველოს ისტორიის ოთხტომეული

Monday, May 28, 2012

თბილისის წიგნის ფესტივალის ქრონიკა


თბილისისი წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. გთავაზობთ შემაჯამებელ პოსტს. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:

იმისთვის, რომ წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა ”პალიტრა L” თქვენს წინაშე ღირსეულად წარდგენილიყო, მზადება ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მასში ”მედიაპალიტრის” რამდენიმე განყოფილება ჩაერთო.

გამომცემლობის მენეჯმენტი, პიარის, კრეატივისა და დიზაინერების გუნდი საკუთარ იდეებს ერთი დიდი მაგიდის ირგვლივ წარადგენდა. ხანგრძლივი მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ გადაწყდა, რომ წლევანდელი წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა პროექტი ”მაკულიტერატურა” უნდა გამხდარიყო.
იდეა, სრულყოფილად განხორციელებისა და თქვენამდე წარმატებით მოსატანად, უამრავი დიდი თუ პატარა დეტალის გადაწყვეტას საჭიროებდა:

მაკულატურის ჩასაბარებელი პუნქტების უზრუნველყოფა, მიღებული მაკულატურის აწონვა და წონის შესაბამისი ”ნერგი” ბარათებში გადაცვლა, ”ნერგი” ბარათების გასანაღდებელი პუნქტის გამართულად მუშაობა, სადაც  ”ნერგი” ბარათების სანაცვლოდ შესაბამისი საფასურის, პროექტისთვის გამოყოფილ ახალ წიგნებს გასცემდნენ, მიღებული მაკულატურის ტრანსპორტირება ... ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროცესისა, რომელსაც ათობით ადამიანი მაქსიმალურად ოპერატიულად ასრულებდა იმისთვის, რომ თქვენ ფესტივალიდან კმაყოფილები დაბრუნებულიყავით.
ეს ყველაფერი ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირდა, რადგან ოთხივე საფესტივალო დღის განმავლობაში დიდმა აქტივობამ ნათლად გვიჩვენა, რომ პროექტ ”მაკულიტერატურის” სტარტი წარმატებით შედგა. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაკულატურის მიღება ”ექსპო-ჯორჯიას” მე-6 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი დღით გაგვეხანგრძლივებინა. შეგახსენებთ, რომ მაკულატურის მიღება აღნიშნულ ადგილზე დღეს, ორშაბათს, 28 მაისს, 20.00 საათამდე გაგრძელდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ პოსტს > აქცია "მაკულიტერატურა" გრძელდება - "პალიტრა L"-ის განცხადება

პროექტი ”მაკულიტერატურა” არ იყო ერთადერთი, რამაც წლევანდელ წიგნის ფესტივალზე, ”პალიტრა L”-ის მიმართ წიგნის მოყვარულთა ყურადღება გაამძაფრა. გამომცემლობა ”პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, რომ წიგნები, რომელსაც ათასობით ადამიანი, ”მედიაპალიტრის” სხვადასხვა გამოცემებთან ერთად გარკვეული პერიოდულობით ღებულობს, ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში კვლავ აქციის ფასად წარედგინა. ფასდაკლება ყველა პოპულარულ წიგნების სერიას შეეხო. ჩამონათვალი იხილეთ აქ, ამ ბმულზე > ფასდაკლებები წიგნის ფესტივალზე ”პალიტრა L”-ისგან!

ფესტივალის მსვლელობისას, პერიოდულად, ”პალიტრა L”-ის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პრეზენტაციები და ღონისძიებები იმართებოდა. 


პირველი ღონისძიება, რომელიც მე-11 პავილიონში შედგა, "ვეფხისტყაოსნის" 3D გამოცემის შესახებ იუწყებოდა.

















კიდევ ერთი ისტორიული ნამუშევრის პრეზენტაცია, ასევე მე-11 პავილიონში 26 მაისს შედგა. ”საქართველოს ისტორის ოთხტომეული” - ასე ქვია წიგნს, რომელიც ფესტივალის სტუმრებს "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა და ოთხტომეულის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა გააცნეს.











შაბათ-კვირას ”ექსპო-ჯორჯიას” მე-6 პავილიონში, სადაც მთლიანად გამომცემლობა ”პალიტრა L” იყო წარმოდგენილი, დიდი ჟრიამული იყო,რადგან "დისნეის" ზღაპრების სერია, რომელიც გამოცემა "პალიტრა L"-მა ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად დაიწყო, ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში, "მულტი-პულტის" გმირებმა გააცოცხლეს.


”დისნეის” ზღაპრის გმიერებიდან, ერთმა გმირმა, მე-6 პავილიონს განსაკუთრებით უერთგულა :) ის ოთხივე საფესტივალო დღის განმავლობაში ”ცურავდა” ჩვენს მწვანე და გრილ პავილიონში. როგორც ჩანს, ლიტერატურით იკლავდა წყურვილს :)


ჩვენ თითოეული თქვენგანის სტუმრობა გვახარებდა, თუმცა, ცხადია, ყველაზე მეტად სასიამოვნო პატარების ხილვა იყო :)



თითოეული ჩვენი სტუმარი თავისებურად საინტერესო იყო, სწორედ ამიტომ მათ ჩვენს ბლოგზე პოსტი მიეძღვნათ. იხილეთ: "პალიტრა L" -ის პავილიონის სტუმრები | ფოტორეპორტაჟი

ბლოგი Festival.Ambebi.Ge მაქსიმალურად შეეცადა, რომ ფესტივალის არც ერთი საინტერესო დეტალი არ გამორჩენოდა. ბლოგის არსებების განმავლობაში ათეულობით კომენტარი დაიწერა. სასიხარულოა, რომ გვწერდნენ არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდანაც. ისინი ინტერესდებოდნენ, ჩატარდება თუ არა მსგავსი ღონისძიებები რეგიონებშიც. პირობას გაძლევთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდება, ამას აუცილებლად შეიტყობთ ჩვენგან!
თბილისის წიგნის ფესტივალის გაშუქება  ”საფესტივალო ბლოგის” პირველი პროექტი იყო.  ვიმედოვნებთ, რომ ამავე ბლოგზე, სხვა საინტერესო ფესტივალებიც გაშუქდება. ბლოგის არსებობის 2 კვირის განმავლობაში 38 პოსტი დაიწერა. ამ დროის განმავლობაში, blogger.com-ის მონაცემებით, ბლოგს 40 190 ვიზიტორი ეწვია. ყველაზე კითხვადი პოსტების სამეული კი ასე გამოიყურება:

1 - მაკულიტერატურა - თბილისის წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა! 8,228 წაკითხვა
2 - წიგნების ნუსხა და მათ მისაღებად საჭირო მაკულატურის რაოდენობა 4,821 წაკითხვა
3 - ფასდაკლებები წიგნის ფესტივალზე ”პალიტრა L”-ისგან! 4,627 წაკითხვა

გმადლობთ, იმისთვის, რომ წიგნის ფესტივალზე თქვენი ყურადღება გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის წიგნებზე შეაჩერეთ. ეს გამომცემლობას მეტ სტიმულს აძლევს იმისთვის, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო ფართო არჩევანი შემოგთავაზოთ უკვე ტრადიციული, მაღალპოლიგრაფიული ხარისხით და გმადლობთ იმისთვის, რომ სტუმრობდით ბლოგს  Festival.Ambebi.Ge. 
პატივისცემით Gio Rgashvili

Sunday, May 27, 2012

აქცია "მაკულიტერატურა" გრძელდება - "პალიტრა L"-ის განცხადება

ყურადღება!

აქცია "მაკულიტერატურა" გრძელდება



დღეს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო, დასკვნითი დღეა.

ჩვენი, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის, თავდაპირველი გეგმების თანახმად, ფესტივალის ფარგლებში, მაკულატურის მიღება დღეს, კვირას, 27 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული პროექტისადმი საზოგადოების დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ მაკულატურის ჩაბარება კიდევ 1 დღით გავაგრძელოთ.

ასე რომ, მაკულატურის მიღება  „ექპო-ჯორჯიას“ მე-6 პავილიონთან გაგრძელდება ორშაბათს, 28 მაისს, 20.00 საათამდე. აქვე იქნება წარმოდგენილი წიგნები, რომლებსაც თქვენ, მაკულატურის ჩაბარების შემდეგ, „ნერგი“ ბარათებში გაცვლით.

ჩვენი სურვილია, რომ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა თითოეულ თქვენგანს მიეცეს. ამიტომ მათთვის, ვინც ვერც 28 მაისს მოახერხებს ჩაბარებას, უახლოეს მომავალში  წერეთლის 41-ში მაკულატურის ჩაბარების კიდევ ერთი პუნქტი გაიხსნება.


Saturday, May 26, 2012

გამომცემლობამ "პალიტრა L" "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართა


17:19 26-05-2012
გამომცემლობამ "პალიტრა L" "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართაგამომცემლობამ "პალიტრა L" დღეს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართა. 
"საქართველოს ისტორიის" ოთხტომეული ფესტივალის სტუმრებს "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა და ოთხტომეულის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა წარუდგინეს.
მაია ალუდაურის თქმით, ოთხტომეული უკვე გამოცემული იყო სასაჩუქრე სახით, ყუთში შეფუთული, რომელიც ძალიან ბევრმა მკითხველმა შეიძინა. 
როგორც მან აღნიშნა, "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და სწორედ მკითხველის სურვილის გათვალისწინებით, გამოიცა ახალი ვერსია. კერძოდ, ოთხტომეული გამოვა ცალ-ცალკე, შეფუთვის გარეშე, თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. თითოეული ტომის ღირებულება 9 ლარი იქნება.
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" 24 მაისს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი" "პალიტრა L"-ის საბავშვო ღონისძების შესახებ

"პალიტრა L"-მა და "მულტი-პულტიმ" ბავშვებისთვის გასართობი და შემეცნებითი შოუპროგრამა წარმოადგინეს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა წიგნის ფესტივალის მესამე დღე ბავშვებში წიგნის პოპულარიზაციას და მათ გართობას დაუთმო. საგამომცემლო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", დღეს ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის "პალიტრა L"-მა და გასართობმა ცენტრმა "მულტი-პულტიმ" გასართობი და შემეცნებითი შოუპროგრამა წარმოადგინეს. დისნეის ზღაპრის გმირები ბავშვებთან ერთად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ერთობოდნენ.
ბავშვებთან დისნეის გმირების სტუმრობა შემთხვევითი არ იყო. კერძოდ, ყოველ პარასკევს, ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად, დისნეის ზღაპრების წიგნების სერიები გამოდის, რომლის ფარგლებში სულ 24 ზღაპარი გამოიცემა. 
როგორც "პალიტრა L"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ზღაპრის გმირებთან შეხვედრით ბავშვებისთვის დისნეის სამყარო უფრო ცხადი და საინტერესო ხდება, რაც ბავშვებში წიგნის პოპულარიზაციას აადვილებს. 
საგამომცემლო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" წიგნის ფესტივალი უკვე მესამე დღეა გრძელდება. ფესტივალზე "პალიტრა L"-ის გამოცემები სპეციალურ ფასად იყიდება. წიგნებზე მაღალი მოთხოვნაა. 
პარალელურად, "პალიტრა L" ახორციელებს პროექტს "მაკულიტერატურა", რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერს შეუძლია "ექსპო-ჯორჯიაში" მაკულატურა მიიტანოს, სამაგიეროდ კი, "პალიტრა L"-ის წიგნები მიიღოს.
წიგნის ფესტივალის დახურვამდე ერთი დღე რჩება. წიგნების სპეციალურ ფასად შეძენა ხვალ, 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.


იხილეთ ვიდეო: გახარებული ბავშვები, ჟრიამული და მხიარულება "პალიტრა L"-ის პავილიონში

მაკულიტერატურა ფესტივალის მთავარ მოვლენად იქცა!



დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სახელით გილოცავთ ამ დღეს და ერთიანსა და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!



დღეს თბილისის წიგნის ფესტივალის მესამე საფესტივალო დღეა.
ამ დღესაც, ისევე როგორც წინა 2 დღის განმავლობაში, ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონთან მაკულატურის მიღება გრძელდება.

ხალხმრავლობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პროექტი "მაკულიტერატურა" თბილისის წიგნის ფესტივლის მთავარი მოვლენაა.

გთავაზობთ უკომენტარო კადრებს მაკულატურის ჩასაბარებელი პუნქტიდან. შეგახსენებთ, რომ მაკულატურის სანაცვლოდ მათ "ნერგი" ბარათები გადაეცემათ, რომლის სანაცვლოდ ისინი "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ უახლეს წიგნებს გაანაღდებენ

გახარებული ბავშვები, ჟრიამული და მხიარულება "პალიტრა L"-ის პავილიონში





"დისნეის" ზღაპრების სერია, რომელიც გამოცემა "პალიტრა L"-მა ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად დაიწყო, ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში, "მულტი-პულტის" გმირებმა გააცოცხლეს.

აქ მოსულ პატარებს ძალიან სასიამოვნო და გასართობი პროგრამა წარუდგინეს.
ჩვენთან "დისნეის" გმირები - ფიფქია, იხვი დონალდი და ჯუჯა მოვიდნენ.

გთავაზობთ უკომენტარო ვიდეომასალას, ფრაგმენტს "მულტი-პულტის" პროგრამიდან.

თუ დღეს ვერ მოახერხეთ თქვენი პატარების მოყვანა, იგივე სანახაობა "პალიტრა L"-ის მე-6 პავილიონში ხვალ, კვირას, 27 მაისსაც გაგრძელდება, ასე რომ, შემოგვიერთდით; ჩვენ გელით!

აქ არის ლიტერატურა - გამომცემლობა "პალიტრა L"

Friday, May 25, 2012

ვეფხისტყაოსანი 3D - ფოტორეპორტაჟი პრეზენტაციიდან







ასეთი "ვეფხისტყაოსანი" ჯერ არ გინახავთ!ასეთი "ვეფხისტყაოსანი" ჯერ არ გინახავთ!


იუნესკომ 2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. მოხარული ვარ, რომ ამ მოვლენის ორიგინალურად აღნიშვნაში, "პალიტრამედიასთან" ერთად, მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ...

ქართველი არ არსებობს, "ვეფხისტყაოსნით" რომ არ ეამაყოს, თუნდაც სუფრასთან ან უცხოელ სტუმართან: ჩვენ რომ XII საუკუნეში შევქმენით, ის უკვდავი ქმნილება მარად ცოცხალი და დღემდე გამაოგნებელია ყველასთვისო... თუმცა ამ რიხიანი სიტყვების მთქმელ ქართველებშიც ძალიან ბევრია ისეთი, რეალურად რომ არ იცის "ვეფხისტყაოსნის" ფასი და ღირსება... არ იცის, რადგან თავის დროზე გაუჭირდა, ვერ მივიდა ამ დიდ წიგნამდე, მერე კი აღარ მიბრუნებია... თითქოს მისკენ სავალი გზა სამუდამოდ ჩახერგილი დარჩა...

სწორედ იმიტომ, რომ ეს სირთულე ბავშვობის ასაკიდანვე გადაილახოს, ან გნებავთ, უკვე ზრდასრულ მკითხველს გაუადვილოს გენიალურ ქმნილებასთან მიახლოება, შეიქმნა ახალი ფორმატის წიგნი "ვეფხისტყაოსანი". ამ საქმეს წელიწადზე მეტი მოანდომეს დაჩი გრძელიშვილმა და წიგნზე მომუშავე გუნდმა. შედეგმა მართლაც მოლოდინს გადააჭარბა. მკითხველმა მიიღო წიგნი, საიდანაც ის მარტივად შინაარსსაც გაეცნობა, აფორიზმებს და ციტატებსაც გაიხსენებს და რუსთაველის მთელ ეპოქაზე და ისტორიაზეც შეექმნება წარმოდგენა..

დაჩი გრძელიშვილი - პროექტის მენეჯერი:

- "ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებით ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის არ ისწავლებოდა სწორად და შესაბამის ასაკში. საკუთარი მაგალითით გეტყვით: "ვეფხისტყაოსანთან" შეხება სრულიად პატარა ასაკიდან მქონდა, მერე სკოლაშიც ვსწავლობდი ციტატებს ამ პოემიდან, იმასაც დავძენ, რომ უფროს კლასებში ჰუმანიტარული განხრით ვსწავლობდი და, ამდენად, პროგრამა ითვალისწინებდა, სხვებთან შედარებით უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ის... მიუხედავად ამისა, მაინც არ ვიყავი მზად "ვეფხისტყაოსნის" მისაღებად. მას მერე გავიდა დრო... რამდენჯერაც წავიკითხავდი რუსთველის გენიალურ ქმნილებას, იმდენჯერ უამრავ რამეს აღმოვაჩენდი... მხოლოდ მხატვრულ-ლიტერატურულ ღირსებებს არ ვგულისხმობ. ბევრი რამ ვნახე ამ ნაწარმოებში ცხოვრებაში გამოსადეგი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე. დავინახე ქართველების ხასიათიც. აქ ჩანს ტრაბახა კაციც, მოღალატეც, პირფერიც, მრუშიც, ერთგულიც, თავდადებულიც...

- წიგნის ამ ფორმატით გამოცემა "ვეფხისტყაოსნის" უკეთ შეცნობას ემსახურება?
- ვიტყოდი, რომ ამ წიგნმა უნდა მიიყვანოს "ვეფხისტყაოსანთან", მის დედანთან ადამიანი. აწერია კიდეც წიგნს - "ყველა ასაკისათვის". მართლაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ამ წიგნში თავისთვის საინტერესო ინფორმაციას მიაგნოს. წარმოიდგინეთ, რომ კარგ და დადებით, მაგრამ თქვენთვის უცნობ ადამიანზე ვინმემ წინასწარ მოგაწოდოთ მრავალმხრივი და საინტერესო ინფორმაცია: ერთია, რომ მისი გაცნობა მოგინდებათ და მეორეა, რომ მასთან შეხვედრისას ბევრად კეთილგანწყობილი და მომზადებული იქნებით. სწორედ ასეა ამ წიგნის შემთხვევაშიც - ჩვენ გიამბობთ მასზე, ვინც აუცილებლად თავად უნდა გაიცნოთ მომავალში, გიამბობთ, რომ უფრო მეტად დაინტერესდეთ... "ვეფხისტყაოსანი" ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ძალიან ახლობელია ქართველისათვის. ის ხომ გულითა და გონებით მოგვქონდა საუკუნეების განმავლობაში - ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან რუსთველის ქმნილებას უმეტესწილად, თაობიდან თაობას ზეპირად გადასცემდნენ ქართველები, სახარებასთან ერთად შვილებს უტოვებდნენ და მზითევში ატანდნენ, როგორც უძვირფასეს განძს. სხვათა შორის, არა მხოლოდ დიდაქტიკური თვალსაზრისით - "ვეფხისტყაოსანში" უბრალოდ, ისეთი სახეობრივი აზროვნებაა, რომელიც ორგანულია ჩვენთვის. მცირე მაგალითს მოვიყვან: გამოქვაბულში რომ შევლენ, ნახავენ განძს, სადაც იარაღიცაა... რუსთაველი ამბობს:
"პოეს ერთი ზარდახანა, აბჯრისათვის
სახლად ქმნილი;
მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა,
ვითა მწნილი"


- წნილივით ეწყო იარაღიო. ქართველი მარტივად წარმოიდგენს წნილის კასრს, თუმცა სხვას შეიძლება გაუჭირდეს ამისი სახიერი წარმოდგენა.

- წიგნზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- იდეა პროფესორ რამაზ ჭილაიას ეკუთვნოდა. მას უნდოდა გამოცემულიყო ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსანი" ბავშვებისათვის გამარტივებული ტექსტით... მუშაობა რომ დავიწყეთ, თანდათან იმდენი საინტერესო საკითხი გამოიკვეთა, რომ მათი გვერდის ავლა არ მოგვინდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ შემეცნებითი მხარე კიდევ მეტად დაგვეტვირთა. წიგნის ყდაზევე, "ვეფხისტყაოსნის" სათაურის ქვეშ, იშლება ილიას სიტყვები: "ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე, რაც კი რამ გვაქვს ჩვენს ენაზედ, ამას ჯერ არა სჯობია რა!" წიგნის ყოველი გვერდი ილიას ამ სიტყვების დასტური გახლავთ.

წიგნზე დიდხანს ვიმუშავეთ. მართალია, მუშაობა უწყინარი ფორმატიდან დავიწყეთ, მაგრამ ჩემდა უნებურად, წიგნი "შემომეკეთა"... განათლებით არც დიზაინერი ვარ, არც პოლიგრაფისტი, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო პროცესი, რომ დავაკაბადონე კიდეც. აქ განსაკუთრებული მადლობა მოთმინებისთვის, ცხადია, "პალიტრის" საგამომცემლო სახლის პროფესიონალებს ეკუთვნით. რაც ვიცოდი, ვიცოდი, ბევრი რამ კი კომპიუტერული პროგრამებიდან სწორედ მათი დახმარებით ავითვისე... "ვეფხისტყაოსნის" ინტერაქტიულ გამოცემაზე მუშაობა იდეის ავტორის, ბატონი რამაზის გარეშეც გამიჭირდებოდა - მიუხედავად იმისა, რომ პირველად, გაცილებით მარტივ კონცეფციას კარგა გვარიანად ავცდით, პრაქტიკულად, ყოველ ჩემს ახალ "ახირებაზე" თუ იდეაზე აზარტით მომყვებოდა და მოთხოვნის შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციითაც მამარაგებდა...

- ქართული ნაწარმოების ამ ფორმატით გამოცემა, რამდენადაც ვიცი, უპრეცედენტოა...
- ნამდვილად ასეა. დღემდე, მსოფლიოს 38 ქვეყანაში, "ვეფხისტყაოსნის" 402 გამოცემა არსებობს და მათ შორის, აღნიშნული გამოცემა უპრეცედენტოა. ეს არის ინტერაქტიული, მრავალი დასამახსოვრებელი და მოულოდნელი ეფექტით დატვირთული თანამედროვე საგამომცემლო ტექნოლოგიებით გამოცემული პირველი ქართული წიგნი. სხვათა შორის, იუნესკომ 2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. "მოხარული ვარ, რომ ამ მოვლენის ორიგინალურად აღნიშვნაში, "პალიტრამედიასთან" ერთად, მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ... უცხოეთში წიგნების ამგვარ ფორმატში გამოცემა ძალიან პოპულარულია, რადგან ინფორმაცია გაცილებით თვალსაჩინოა, ხელშესახები და ამდენად,  იოლად ასათვისებელიც... წიგნში არის უამრავი ჩანართი, პატარა წიგნაკი, ქაჯეთის 3D  ციხე... დღემდე საქართველოში ინტერაქტიული და 3D წიგნების მხოლოდ რეპრინტი, ანუ უკვე უცხოეთში გამოცემული წიგნების გადმოქართულება და გავრცელება ხდებოდა. ითვლებოდა, რომ "ქაღალდის ინჟინერია" რთულ ტექნოლოგიებთან იყო დაკავშირებული. "პალიტრამედიის" პირველი ინტერაქტიული "ვეფხისტყაოსანი" სწორედ ამ სტერეოტიპს დაამსხვრევს: საქართველოშიც შეგვიძლია არანაკლები სირთულის პოლიგრაფიული  პროექტების განხორციელება.

- წიგნს ახლავს ძალიან საინტერესო ილუსტრაციები, თქვენ უკვე არსებული ილუსტრაციებიც გამოიყენეთ, თუ სრულიად ახალი შექმენით?

- წიგნის ილუსტრაციები მხატვარ ბესიკ დუღაშვილს ეკუთვნის, რომელიც, სხვათა შორის, კომპიუტერული გრაფიკით შესრულებულ სკეჩების კლასში მსოფლიოს სარეიტინგო ოცეულში შედის. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირება საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული შეთავაზება იყო, რადგან ერთი მხრივ, მოგეხსენებათ, თითქმის ყველა ცნობილ ქართველ მხატვარს ჰქონდა მცდელობა პოემის ილუსტრირებისა და რაიმე ახლის თქმისა, ახალი გზის პოვნა იყო საჭირო. მეორე მხრივ კი, ტექნიკური მოთხოვნების გამო, მხატვარს კომპიუტერული ინსტრუმენტებიც ისევე კარგად უნდა სცოდნოდა, როგორც ფუნჯის ხმარება... თუმცა წიგნში ჩავდეთ პატარა წიგნაკი, სადაც უკვე ცნობილი მხატვრების - ზიჩის, აბაკელიას, თოიძის, ქობულაძის, გუდიაშვილისა და მაისაშვილის დასურათებული ერთი და იგივე ეპიზოდი შეიძლება დაათვალიეროს კაცმა.

აქვეა უძველესი, წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნის" მინიატიურაც... წიგნი გაფორმებულია ეროვნულ მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საგანძურიდან აღებული ორნამენტებით. ამგვარად, ის, ვინც ამ წიგნს გადაშლის, თავისდა უნებურად ეზიარება არა მარტო "ვეფხისტყაოსნის" ძალიან საინტერესო ეპიზოდებს ან ინფორმაციას ამ პოემაზე, არამედ ზოგადად, ქართულ კულტურასაც. წიგნის შესაკრავი ბალთა ეროვნულ მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების საჭურველის ორნამენტის მიხედვით არის შექმნილი, გვერდის ნომრები კი ფშაურ ფარზე აწერია... ჩუქურთმები გვერდის გასაფორმებლად ავიღეთ დღეს უკვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრებიდან. წიგნში არის თანამედროვე ხეზე მკვეთის შესრულებული ორნამენტებიც... ამგვარად, აქ გაერთიანებულია ქართული ხელოვნების წარსული და აწმყო.

აქ შეიძლება ნახოთ თამარ მეფის ხელრთვა, უძველესი ქართული სახარებისა და "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა თუ გამოცემათა ნიმუშები. პარალელურად გაჩვენებთ ქართული იარაღის ნიმუშებსაც, რომელიც სკივრშია ჩადებული. ეს იარაღი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, ამდენად, ბავშვი შეიძლება დაინტერესდეს და მუზეუმსაც მიაკითხოს მათ სანახავად.
ვცადეთ, "ვეფხისტყაოსანი" წარმოგვედგინა არა ლოკალურად, არამედ მსოფლიო კულტურის ფონზე... ამიტომაც მოყვანილი გვაქვს პოემის უცხოენოვანი გამოცემებიც.
პატარა წიგნაკებში არის "ვეფხისტყაოსნის" მარგალიტები - აფორიზმები...

- საინტერესოა, უკვე ზრდასრული მკითხველი ამ წიგნში რას ნახავს ახალს?
- ჩვენს ხელში მოხვდა ბევრი ინფორმაცია, რომელიც სრულიად ახლებურად დაგანახებთ "ვეფხისტყაოსანსა" და მისი შექმნის ეპოქას. მაგალითად მოგვყავს "ვეხისტყაოსნის" თვალსაწიერი... წარმოიდგინეთ, რამდენად იყო საქართველო მსოფლიო კულტურულ არეალთან კავშირში, რომ რუსთველი წერს სხვა ქვეყნებზე - იმათზე, რომელიც იმავე დროის ცნობილ კარტოგრაფს მუჰამედ ალ იდრისის რუკაზე აქვს დატანილი. ჩვენ მოგვყავს ეს და სხვა ასევე საინტერესო ფაქტები მკითხველისათვის.

იმისთვის, რომ, იგრძნო, რა არის "ვეფხისტყაოსანი", მნიშვნელოვანია სრული წარმოდგენა გქონდეს იმ ეპოქის კულტურულ მიღწევებზეც. ჩვენ წიგნში ჩავდეთ XII საუკუნის საგანძურის ფოტოები. აქ არის თამარის ჯვარი, ბედიის ბარძიმი, მთავარანგელოზ გაბრიელის გამოსახულება...
ეს ნივთები ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მათი შეხება მართლაც საოცრად ამაღელვებელია. ამ ნივთების შემხედვარე, აცნობიერებ, "ვეფხისტყაოსნის" დარი ქმნილება ცარიელ ადგილზე არ ჩნდება...
საინტერესოა სტატისტიკაც... სამოქალაქო რეესტრის ცნობით, დღეს საქართველოში ცხოვრობს 12916 ტარიელი, 24000 ავთანდილი, 4800 ფრიდონი, 19000 თინათინი, 4000 ნესტანი, ეს "ვეფხისტყაოსნის" ყველაზე კარგი რეიტინგია...

- "ვეფხისტყაოსნის" გზამკვლევად ქცეულ ამ სახალისო წიგნს ალბათ უცხოელებიც სიამოვნებით გაეცნობოდნენ...
- სწორედ ამიტომ წიგნი ინგლისურად და რუსულადაც გამოვა. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად შეასრულებს მისიას - ინტერესს გაუღვიძებს და მიიყვანს მკითხველს რუსთველის "ვეფხისტყაოსნამდე".
სხვათა შორის, პირველად ეს წიგნები სწორედ უცხოელებმა იხილეს. სტამბა, რომელიც ბევრი ძიების შემდეგ შევარჩიეთ, საზღვარგარეთაა.


"ვეფხისტყაოსნის" 3D გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა





თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "ვეფხისტყაოსნის" სამგანზომილებიანი(3D) გამოცემის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას წიგნის შემქმნელებიც ესწრებოდნენ. როგორც წიგნის იდეის, შემეცნებითი და ადაპტირებული ტექსტების ავტორმა, პროფესორმა რამაზ ჭილაიამ განაცხადა, ამ ფორმის გამოცემა საუკეთესო საშუალებაა, რომ ბავშვმა წიგნთან მისვლა ადრეული ასაკიდან დაიწყოს.



"ილია ბრძანებს, თუ რამე სიახლე ჩნდება და მისაღებია, ყველასთვის მისაღებიაო. 3D ფორმატი ჩვენ არ მოგვიგონია, უბრალოდ, ქართულ ნიადაგს მოვარგეთ. ვიღაც შეიძლება შემოგვედავოს, როგორ იქნება უკეთესი, მაგრამ მთავარია, გამოცემა შედგა", - განაცხადა რამაზ ჭილაიამ და აღნიშნა, რომ წიგნი ძალიან ინფორმაციულია.

პროექტის მენეჯერი, წიგნის კონსტრუქტორი და დიზაინერი დაჩი გრძელიშვილი კი აღნიშნავს, რომ ამ წიგნის მეშვეობით მკითხველი "ვეფხისტყაოსნის" შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს.

"ეს არის მოგზაურობა შოთა რუსთაველის სამყაროში. ვეცადეთ, თავი მოგვეყარა ყველა იმ ინფორმაციისთვის, რაც შეიძლება რუსთაველისა და "ვეფხისტყაოსნის" გმირების გარშემო არსებობდეს. ეს არის პირველი ქართული სამგანზომილებიანი პროდუქტი, ინტერაქტიულია და არის უამრავი საინტერესო ჩანართი. არის მოცულობითი ქაჯეთის ციხე, ავთანდილის ანდერძი და ბევრი საინტერესო რამ", - აღნიშნა დაჩი გრძელიშვილმა.
"ვეფხისტყაოსნის" სამგანზომილებიან გამოცემაზე, თბილისის წიგნის ფესტივალზე, "პალიტრა L"-ის მთავარ სტენდზე - "ექსპო-ჯორჯიას" მე-6 პავილიონში, ფასდაკლება მოქმედებს. მისი გაცვლა მსურველებს, პროექტ "მაკულიტერატურის"ფარგლებში, 100 კილოგრამ მაკულატურაზეც შეუძლიათ.

26 მაისს, ”საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის” პრეზენტაცია წიგნის ფესტივალზე


26 მაისს, თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში, 15:30-ზე "საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის" პრეზენტაცია გაიმართება.
"საქართველოს ისტორიის ოთხტომეული" გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ახალი პროექტია.


წიგნზე 13 ავტორი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის - მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, დავით მუსხელიშვილი და სხვები.

26 მაისს, ექსპო-ჯორჯიაში, ”საქართველოს ისტორიის ოთხტომეულს” წიგნის რამდენიმე ავტორი თავად წარადგენს, მათ შორის მარიკა ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, ალეკო დაოშვილი, გიორგი ოთხმეზური და როინ მეტრეველი.

საქართველოს ისტორია, ოთხი ეპოქა ოთხ ტომად, უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის ბოლომდე, შევსებული ფაქტებით და გამორჩეული ილუსტრაციებით - ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ არის შესაძლებელი.



მარიკა ლორთქიფანიძე და მაია ალუდაური "საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის" შესახებ


26 მაისს მე-6 პავილიონი ”დისნეის” გმირებით გაივსება!


26 მაისს, ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში, გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის პავილიონში, 13:00 საათზე, ”მულტი-პულტის” მსახიობები ”დისნეის” ზღაპრების ყველაზე პოპულარულ გმირებს განასახიერებენ.

შედგება ”დისნეის” ზღაპრების პირველი ქართულენოვანი კრებულის საფესტივალო პრეზენტაცია. ასე რომ, გელით, ნუ დაიზარებთ და გვეწვიეთ თქვენს პატარებთან ერთად, რადგან მათ აქ დიდი სიხარული ელით! :)

მათ კი, ვისაც ჯერ არაფერი სმენია ამ წიგნების სერიის შესახებ, გთავაზობთ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს. 


ბავშვები წიგნის ფესტივალზე





გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საავტორო სტენდი, თბილისის წიგნის ფესტივალზე, უკვე ტრადიციულად, ყველაზე დიდი ხალხმრავლობით გამოირჩევა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გამომცემლობა მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ გამოცემული წიგნები საინტერესო იყოს არა რომელიმე კონკრეტული, არამედ სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტისათვის. სწორედ ამიტომ, დღესაც - წიგნის ფესტივალის მეორე დღეს, ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში "პალიტრა L"-ის საავტორო სტენდთან უფროსებთან ერთად უამრავმა პატარამ მოიყარა თავი.



წარდგენილი წიგნებიდან, ბავშვებისა და მათი მშობლების ყურადღება ყველაზე მეტად "დისნეის" ზღაპრებმა, წიგნების სერიამ "ეს სამყაროა" და გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებმა მიიპყრო.

ბავშვების განწყობაზე ორივე საფესტივალო დღის განმავლობაში "დისნეის" ზღაპრების საყვარელი გმირი- ნემო ზრუნავდა.

ხვალ კი, "პალიტრა L"-ის მე-6 პავილიონს პოპულარული  გასართობი ცენტრის მხიარული გმირები შემოუერთდებიან, ასე რომ თუ ჯერ არ მოგიყვანიათ თქვენი პატარები, ნუ დაიზარებთ, ხვალ გვეწვიეთ. მათთვის ჩვენთან ბევრი საინტერესო წიგნი და გასართობი ღონისძიებაა! :))

გთავაზობთ ვიდეომასალას პირდაპირ თბილისის წიგნის დესტივალიდან.
"ექსპო-ჯორჯიას" მე-6 პავილიონი. მეორე საფესტივალო დღე.

"პალიტრა L" -ის პავილიონის სტუმრები l ფოტორეპორტაჟი

მაშ ასე, გწერთ პირდაპირ წიგნის ფესტივალიდან, "ექსპო-ჯორჯიას" მე-6 პავილიონიდან, სადაც ფართოდ გაიშალა პალიტრა L-ის პავილიონი!
მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ადამიანი კი არა... ძალიან ბევრი^ ადამიანია!!!
დავიწყოთ ყველაზე პატარიდან - თქვენს წინაშეა 2 თვის დათო, ჩვენი პავილიონის ყველაზე პატარა სტუმარი! რა თქმა უნდა, კითხვა ჯერ არ იცის, თუმცა მშობლები აუცილებლად უკითხავენ ძილის წინ ზღაპრებს...


მოგეხსენებათ, პალიტრა L-ს აქვს საბავშვო წიგნების დიდი არჩევანი, ამიტომაც მზად ვიყავით მათთან შესახვედრად. "დისნეის ზღაპრების" ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა გმირმა, თევზმა ნემომ, გამოჩენისთანავე დაიპყრო პატარების და არა მარტო პატარების გული!











უფრო დიდი ასაკის ბავშვებისთვის პავილიონში მუშაობს ორიგამის ოსტატი, ბატონი დათო. იგი არა მარტო ასწავლის უბრალო ქაღალდისგან საოცარი ფრინველებისა და ცხოველების გაკეთებას, არამედ უხსნის მსმენელებს ფერებისა და გეომეტრიის ფსიქოლოგიას. ძალიან საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილები გამოდის:
















თუმცა ჩვენს პავილიონს არა მარტო ადამიანები სტუმრობენ! გაიცანით, ბურბონი!




შეგახსენებთ, რომ წიგნების ფესტივალი 27 მაისამდე გრძელდება! 
მოკლედ, გელოდებით ყველას!





დილიდან ასობით ადამიანი მაკულატურას ახალ წიგნებზე ცვლის






არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც ხედავ, თუ როგორ აიტაცა ათასობით ადამიანმა გარემოსა და წიგნებზე ზრუნვის იდეა.
დღეს მეორე საფესტივალო დღეა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც "პალიტრა L"-ის მე-6 პავილიონს მაკულატურით ეწვია, გუშინდელთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა.
უმეტეს მათგანს ძველი ჟურნალ-გაზეთები, გამოუყენებელი წიგნები და ასევე ძველი, სასკოლო წიგნები მოაქვს.

შეგახსენებთ, რომ "მაკულიტერატურა" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტია, რომელიც მაკულატურის სანაცვლოდ თქვენთვის ახალგამოცემული წიგნების ჩუქებას გულისხმობს, შეგროვებული მაკულატურის გადამუშავების შემდეგ კი გამომცემლობა ახალ წიგნებს გამოსცემს.

იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია "მაკულიტერატურას" შესახებ

Thursday, May 24, 2012

ფოტორეპორტაჟი თბილისის წიგნის ფესტივალიდან

პალიტრა L-ის საავტორო სტენდი მე-11 პავილიონში


პალიტრა L-ის საავტორო სტენდი მე-11 პავილიონში

პალიტრა L-ის საავტორო სტენდი მე-6 პავილიონში
 

მაკულატურის ჩაბარების პროცესი

დავით-დეფი გოგიბედაშვილი

ექსპო-ჯორჯია, მე-6 პავილიონი

მაკულატურის ჩაბარების პროცესი
”ბიბლუსი”


”პალიტრის” კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია ”პალიტრა L”-ის დირექტორი თინა ასათიანი | ”მაკულიტერატურას” პრეზენტაცია
”პალიტრის” კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია 


მაკულატურის ჩაბარების პროცესი

ეს მე ვარ, ბლოგის ავტორი და თქვენთვის, ამ ბლოგზე, მომდევლო სამ საფესტივალო დღესაც გავაშუქებ :-)
ფოტო:  ”ინტერპრესნიუსი”

ასევე იხილეთ